შპს „MBM” არის ქართული საწარმო, კომპანია, რომელიც დაარსდა 2003 წელს და იგი საქართველოში აწარმოებს თევზის ზეთს და ფქვილს შავი ზღვის ქაფშიის გადამუშავებით. ყოველ სეზონზე ჩვენი თევზჭერის ლიცენზიით განსაზღვრული კვოტის ფარგლებში ჩვენ ვიჭერთ და ვამუშავებთ ქაფშიას, გადამუშავების გზით მიღებული პროდუქცია გადის ექსპორტზე, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ადგილობრივი ბაზარიც მარაგდება.
საწარმო ფუნქციონირებს და სერთიფიცირებულია ISO 22000 სტანდარტით. ხოლო წარმოებისა და ჰიგიენის პრაქტიკა ორგანიზებულია ისე, რომ უზრუნველყოს სტაბილური ხარისხი და პარტნიორების მოთხოვნებთან თავსებადობა. ჩვენი პროდუქცია მდიდარია მაღალი ხარისხის ცილებით და შეიძლება გამოყენებულ იქნას ფართო სპექტრის დანიშნულებით, მათ შორის ცხოველთა საკვების ფორმულირებაში და შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებშიც. ჩვენ ვართ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი თევზის ზეთისა და თევზის ფქვილის მეწარმე. 2026 წელს შპს “MBM” ადმინისტრაცია აქტიურად ვაგრძელებთ ახალი ინტეგრირებული თევზის საკვების გადამამუშავებელი ქარხნის განახლებას, რომლის მიზანია წარმოების მოცულობის გაზრდა და ეფექტიანობის გაუმჯობესება.
შავი ზღვის ქაფშიის ფქვილი არის პრემიუმ კლასის ზღვის ცილოვანი ინგრედიენტი, რომელიც მზადდება შავ ზღვაში დაჭერილი ქაფშიისგან. პროდუქტი ყველანაირი ხარისხის უსაფრთხოების დაცვით მუშავდება და გარდაიქმნება სუფთა, სტაბილურ და საკვებ ნივთიერებებით მდიდარ ფხვნილად. იგი განკუთვნილია იმ საკვების მწარმოებლებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ საიმედო ხარისხი, მაღალი ეფექტიანობა და შედეგების სტაბილურობა ფორმულირებებში. თევზის ფქვილი მთელ მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საკვებ ინგრედიენტად, რადგან მას აქვს ბუნებრივად დაბალანსებული საკვები პროფილი. ჩვენ ვაკეთებთ აქცენტს ვაკონტროლოთ პროცესები ვინაიდან ხარისხი არის ჩვენთვის პრიორიტეტი. პროდუქტი აუცილებელია აკმაყოფილებდეს ხარისხის კონტროლის ასპექტში მყიდველების მოთხოვნებს. ხარისხს კონტროლს ვუწევთ რეგულარული ლაბორატორიული ტესტირებებით, რაც ადასტურებს საკვანძო კვებით და უსაფრთხოების პარამეტრებს. რათა მომხმარებელმა მუდმივად მიიღოს სტაბილურად მდგრადი ხარისხის მქონე ნედლეული.
შავი ზღვის ქაფშიის ზეთი ფართოდ გამოიყენება როგორც მაღალი ეფექტიანობის ინგრედიენტი აკვაკულტურასა და ცხოველთა საკვებში, ასევე შეიძლება იყოს შესაბამისი სხვადასხვა ინდუსტრიული გამოყენებისთვის. ჩვენი თევზის ზეთი მიიღება თევზის ფქვილის წარმოების პროცესის ფარგლებში. ნედლეულის მოხარშვის შემდეგ თხევადი ფაზა იკრიფება, ხოლო ზეთი გამოიყოფა და იწმინდება ცენტრიფუგული სეპარაციით, რის შედეგადაც მიიღება სუფთა ზეთი, რომელიც მზად არის შენახვისა და გადაზიდვისთვის.
რატომ ირჩევენ საკვების მწარმოებლები თევზის ზეთს?